აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ჯემალ აჯიაშვილი (1944-2013)

ქართველი ებრაელი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992), სამი მოწვევის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი (1992, 1995, 2000), საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესისა (2003 წლის 22 იანვარიდან – ვიცე-პრეზიდენტი), ებრაულ თემთა ევროკავშირის ორგანიზაციათა წევრი. 1974-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთკავშირების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს სამეცნიერო რედაქტორად. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და უცხო ენების ინსტიტუტში. 1988 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ–უცხოური ლიტერატურული ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის თანამშრომელი. 1993 წელს არჩეულ იქნა სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრის გამგედ, 1997 წლიდან კი არის ებრაული სახალხო უნივერსიტეტის რექტორი. დაკრძალულია ისრაელში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ეკა ქურხულმა, რისთვისაც ვუხდით უღრმეს მადლობას.