აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

აპოლონ ქუთათელაძე (1899-1972)

მხატვარი, ფერმწერ-ბატალისტი, სსრ კავშირის სახალხო მხატვარი, სსრ კავშირის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, პროფესორი. სამხატვრო აკადემიის რექტორი. 1916-1921 წლებში მოხალისედ წავიდა ჯარში, მსახურობდა პოლკში. 1921 წ. საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად, იბრძოდა კოჯრისა და ტაბახმელის მიდამოებში. მოკლე დროის მანძილზე მეტეხის ციხეში იჯდა და დახვრეტასაც გადაურჩა. 1922-1926 წლებში სწავლობდა და დაასრულა ახლად დაარსებული თბილისისი სამხატვრო აკადემიის ფერწერის განყოფილება, მონაწილეობს თბილისსა და მოსკოვში გამართულ გამოფენაში. მოხატა ქ. ფოთის თეატრი. 1928 წელს  პროფესიული დაოსტატების მიზნით მიემგზავრება ლენინგრანდში. ერთ წლის შემდეგ მოღვაწეობას განაგრძობს მოსკოვში. 1942 წელს მუშაობას იწყებს თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრაზე, ხელმძღვანელობს ბატალურ და ჟანრულ სახელოსნოებს: დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.