აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დავით ქუთათელაძე (1901-1958)

ქართველი მხატვარი, გრაფიკოსი. 1922 წელს გიმნაზიის დამთავრბის შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტში, პარალელურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდიკასა და გამომცემლობებში როგორც მხატვარი. 1924 წელს გაემგზავრა ლენინგრადში და სწავლა განაგრძო სამხატვრო აკადემიაში. აქაც ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთების აქტიური თანამშრომელია. ლენინგრადში თითქმის ოცი წელი დაჰყო, დაოჯახდა და სახელიც მოიხვეჭა, როგორც შესანიშნავმა მხატვარმა, უმძიმესი დღები გადაიტანა ბლოკირებულ ქალაქში, 1942 წელს გადმოვიდა თბილისში და მუშაობა დაიწყო სამხატვრო აკადემიაში სასწავლო ნაწილისა და დაზგური გრაფიკის სახელოსნოს გამგედ. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.