აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე როინაშვილი ( Александр Соломонович Роинов) (1846-1898)

პირველი ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფი. 1886 წლის 22 მაისს თავისი ნაღვაწი სანოტარო წერილით უანდერძა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. მთელი მისი ქონება: ფოტოგრაფიული სახელოსნები, ნეგატივები, აპარატები, ფოტო სურათები, არქეოლოგიური და ანტიკვარული ნივთები, აგრეთვე კაპიტალი და მოძრავი ქონება მისი სიკვდილის შემდეგ გადადიოდა საზოგადოების საკუთრებაში. იქედან გამომდინარე რომ საზოგადოებას არ გააჩნდა შენობა სადაც მუზეუმს განათავსებდა მან თხოვნით მიმართა ზუბალაშვილს შეეწირა მათთვის მიწა მუზეუმისათვის. არქიტექტორ პ.ფ. შტერნს შეადგენინა შენობის პროექტი. 1898 წლის 11 მაისს ალექსანდრე როინაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ნეშტი დაკრძალეს დიდუბის პანთეონში.

 

საფლავის ქვაზე ამოკვეთილია: „ სამაგალითო ქველმოქმედს და თავის ქვეყნისათვის სიყვარულით სავსეს ალექსანდრე როინაშვილს 1846-1898 ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება