აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მოსე თოიძე (1871-1953)

ფერმწერი, გრაფიკოსი, სსრკ-ის სახალხო მხატვარი, სსრკ სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 25 წლის მოსე თოიძე გაემგზავრა პეტერბურგში სამხატვრო აკადემიაში გამოცდების ჩასაბარებლად. 1896 წელს იგი ჩაირიცხა ე.წ. „მალიავინის ჯგუფში“, რომელსაც ილია რეპინი მეურვეობდა. მუშაობდა ილია რეპინის სახელოსნოში. 1901 წელს შეასრულა დიდფორმატიანი სადიპლომო ფერწერული ტილო „მცხეთობა“, მაგრამ სტუდენტთა პოლიტიკურ დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო იგი დააპატიმრეს და ეტაპით გამოგზავნეს თბილისში. მუშაობდა სახვითი ხელოვნების ყველა დარგში, სისტემატურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.