აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გოგი თოთიბაძე (1928-2010) 

მხატვარი, აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო მხატვარი, ოქროს მედალი და l პრიზი, ამიერკავკასიის რესპუბლიკების ბიენალე (1986), ხალხთა მეგობრობის ორდენი. 1953-1954 წწ. იყო თბილისის მულტფილმების სტუდიის მთავარი მხატვარი; 1954-1956 და 1957-1965წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის პედაგოგი; 1965-1971წწ. დოცენტი; 1972-1982წწ. რექტორი; 1982-1990წწ. საკავშირო სამხატვრო აკადემიის თბილისის ფერწერისა და გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნოების ხელმძღვანელი; 1971 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მის გვერდით დაკრძალულია მეუღლე, საოპერო მომღერალი ცისანა ტატიშვილი