აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე შერვაშიძე (1867-1968)

პირველი აფხაზი პროფესიონალი მხატვარი, გრაფიკოსი, ფერმწერი. დაიბადა ფეოდოსიაში, 1893 წელს დაამთავრა მოსკოვის სამხატვრო სასწავლებელი. 1919 წელს სოხუმში გახსნა საბავშვო სამხატვრო სკოლა. სასცენო მხატვრობასთან ერთად ეწეოდა დაზგურ ფერწერასაც. მონაწილეობდა საზღვარგარეთ მოწყობილ გამოფენებში. 1891 წლიდან მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა თავისუფალ მსმენელად. 1895 წელს, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, პარიზში გაემგზავრა და ფერნან კარმონისა და ჟულიანის სახელოსნოებში განაგრძო სწავლა. აქ იგი ეცნობა მუზეუმებში დაცულ ნამუშევრებსა და თანამედროვე ფრანგულ ხელოვნებას. გარდაიცვალა 1968 წელს ნიცაში, 1985 წელს გადმოასვენეს სოხუმში, დაკრძალულია მუზეუმის ეზოში.

 

ალექსანდრე შერვაშიძის საფლავი ნიცაში