აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

სოლიკო ვირსალაძე (1908-1988)

მხატვარი. 1931 წელს დაამთავრა ლენინგრადის ნატიფ ხელოვნებათა აკადემია. 1932-36 წლებში სოლიკო ვირსალაძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი იყო. 1937 წელს ლენინგრადში მიიწვიეს, 1940-1941 წწ. და 1945-1962 წწ. სოლიკო ვირსალაძე ლენინგრადის ს. კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის (ამჟამად მარიას თეატრი) მთავარი მხატვარია. 1957 წლიდან სოლოკო ვირსალაძე მუშაობდა ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრში. სოლიკო ვირსალაძე 1931 წლიდან კოსტიუმების დიზაინერი იყო ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილისთვის, ხოლო 1945 წლიდან ქართული სახელმწიფო ბალეტის ანსამბლისთვის. სოლიკო ვირსალაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა სისხლის გათეთრებით. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწთა პანთეონში.