აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ილია ზდანევიჩი (1894-1975)

მხატვარი ფსევდონიმი - ილიაზდი. დაიბადა თბილისში. შედის სანკ-პეტერბურგის იურიდიულ ფაკულტეტზე. ავანგარდისტულ წრეებს უახლოვდება. მაისის მიწურულს ილია არდადეგებზე თბილისში ჩამოდის მხატვარ ლე დანტიუსა და თავის ძმა კირილესთან ერთად. ისინი ერთად აღმოაჩენენ - ფიროსმანაშვილის ნამუშევრებს და იწყებენ მათ შეგროვებას. ზაფხულში მოგზაურობს კავკასიაში, რათა აღწეროს ქართული ეკლსიები. სანკ-პეტერბურგში ბრუნდება 11 სექტემბერს. 1913 წლის დასაწყისი - ფიროსმანაშვილთან შეხვედრის მიზნით კვლავ თბილისშია და მას იანვრის ბოლოს გოგოლის ქუჩის კუთხეში მიაგნებს. 26 იანვარს ის მხატვარს ჟურნალისტ ა.კანდტელს გააცნობს. ფიროსმანაშვილი ხატავს ილიაზდის პორტრეტს. ილიაზდი კი აქვეყნებს პირველ სტატიას მასზე (გაზეთი «Закавказская речь», 1913 წლის 10მარტი). მოსკოვში დაბრუნებული ის ლარიონოვთან ცხოვრობს და ელი ეგანბიურის ფსევდონიმით აქვეყნებს თავის პირველ ნაშრომს - ლარიონოვისა და გონჩაროვას ნამუშევართა სისტემატურ კატალოგს: ”ნატალი გონჩაროვა და მიშელ ლარიონოვი”. ნოემბერში აქვეყნებს სტატიებს, წერს ფუტურიზმის მანიფესტს «всёчество», აცნობს სხვებს ”ტუტიზმის” იდეას ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში. 1921 წელს გაემგზავრა საფრანგეთში. პარიზში დაუახლოვდა პიკასოს. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.