აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ ბუზოღლი (1879-1959)

არქიტექტორი. დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო საინჟინრო ინსტიტუტი არქიტექტურის განხრით 1909 წელს. 1945–1949წწ. იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ი. კონიაშვილის სახელობის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის არქიტექტურული დაგეგმარებითი განყოფილების უფროსი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმში, ქუთაისში და სხვ. აპროექტებდა სამრეწველო და საკურორტო ნაგებობებს. ძირითადი ნამუშევრებია: ჩაის ფაბრიკები ჩაქვში(1927), ზუგდიდში(1931), "სახკინმრეწვის" ფაბრიკა–ატელიე(1931) თბილისში, საკურორტო სასტუმროები ახტალაში(1932), წყალტუბოში(1935), მენჯში(1935), ფიზიოთერაპიული კომპლექსები და სამკურნალო აბაზანები ბორჯომში(1930), წყალტუბოში(1930), მენჯში(1937) და სხვ. ავტორია კურორტების ქობულეთის(1930), ბორჯომის(1940) დაგეგმარებითი პროექტებისა. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.