აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ლადო გრიგოლია (1903-1977)

საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1930 წელს. 1933 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1928 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; 1920-1930წწ. ძირითადად მუშაობდა როგორც მოქანდაკე; 1932 წლიდან მუშაობდა გრაფიკაში; დიდი წვლილი მიუძღვის ქართული წიგნის სამკაულისა და შრიფტის შექმნაში; ძველი ქართული ხელნაწერებისა და ნაბეჭდი წიგნების დეკორის საფუძველზე მან შექმნა წიგნის მორთულობის ახალი კომპოზიციები, ქართული შრიფტის ახალი ვარიანტები; გაფორმებული აქვს 100-ზე მეტი წიგნი; დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.