აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

უჩა ჯაფარიძე (1906-1988)

ფერმწერი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1946), სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1963). 1931 წელს, მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში, 1933 წელს მიემგზავრება მოსკოვში და მუშაობას იწყებს საბჭოთა კავშირის ხალხთა მუზეუმში და ამასთანავე სწავლას განაგრძობდა გამოჩენილი რუსი მხატვრების ხელმძღვანელობით. 1936 წლის ოქტომბრიდან იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში და 1944 წელს იღებს პროფესორის წოდებას. 1942-1948 წლებში იგი იყო სამხატვრო აკადემიის რექტორი, 1939 წლიდან ფერწერისა და კომპოზიციის კათედრის გამგე, ხოლო 1951, 1955, 1958 და 1972 წლების მხატვართა კავშირის ყრილობებზე არჩეული იყო საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.