აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ივანე ვეფხვაძე (1888-1971)

დაამთავრა საქალაქო სასწავლებელი და ხელი მოჰკიდა მხატვრობას. აკადემიური განათლება გვიან მიიღო. გიგო გაბაშვილის დახმარებით 1927 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. შემოქმედების დაწყებით პერიოდში გატაცებული იყო ძველი თბილისის პეიზაჟებით, რომელშიც აშკარად იგრძნობოდა ნატურალიზმის ნიშნები. ივანე ვეფხვაძის პირველი ნამუშევრები გამოჩნდა ქართველ მხატვართა საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენაზე. აქედან მოყოლებული იგი რესპუბლიკური გამოფენების მუდმივი მონაწილეა. მას დიდი დამსახურება მიუძღვის ჩვენში პორტრეტული და ისტორიულ-რევოლუციური ჟანრის განვითარებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია „გენერალ-პოლკოვნიკი კ. ლესელიძე“, „სვანეთის მთებში“, „სამგორის მშენებლობაზე“ და სხვა. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. პანთეონში მის გვერდით დასაფლავებულია მისი მეუღლე — ელისაბედ დემუროვა (1896-1988) და შვილი - მხატვარი ჯოვანი ვეფხვაძე (1948-2016)