აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ბენიამინ „ბენო“ გორდეზიანი (1894-1975)

მხატვარი, მწერალი, პუბლიცისტი. „ქართული ფუტურიზმის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი“. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია; წიგნის გაფორმების კურსები ლენინგრადში. მუშაობდა გამომცემლობა "სახელგამის" საქმეთა მმართველად, მხატვარ–რედაქტორად, მთავარ მხატვრად, სახვითი ხელოვნების განყოფილების გამგედ; 1947-1973წწ. ხელმძღვანელობდა ქართული შრიფტის ექსპერტიზის განყოფილებას; შექმნა მრავალი ახალი სახეობის ქართული შრიფტი; გამოსცა თეორიული ნაშრომები: "ქართული მხედრული შრიფტი"(1955), "ქართული სასტამბო შრიფტები"(1961), "ქართული სასტამბო შრიფტების ცნობარი–კატალოგი"(1965);  მხატვრულად აფორმებდა წიგნებს; ავტორია მონოგრაფიებისა: მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.