აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

კონსტანტინე გრძელიშვილი (1902-1970)

მხატვარი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1921 წელს სწავლა განაგრძო სამხატვრო აკადემიაში. 1925 წელს გადავიდა აკადემიკოს ევგენი ლანსერეს სახელოსნოში, ხოლო აკადემია დაამთავრა 1927 წელს. 1924 წლიდან სისტემატურად მონაწილეობდა საქართველოს მხატვართა გამოფენებში, კ. გრძელიშვილი 1934 წლიდან პედაგოგობდა თბილისის სამხედრო-საშეფო სტუდიაში, 1943 წელს იგი საშეფო ხაზით გაგზავნეს ფრონტზე, სადაც მხატვრულ ტილოებზე აღბეჭდა ომის საინტერესო ეპიზოდები. თბილისის სამხატვრო აკადემიაში იგი პედაგოგად მუშაობდა 1943 წლიდან, იყო ფერწერის კათედრის დოცენტი, შემდეგ — პროფესორი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.