აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

სანდრო ჟორჟოლიანი (1888-1969)

მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი. 1911 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბაქოსა (1913—1918) და თბილისში (1918—1920). ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა ქართველ სცენისმოყვარეთა დასის სპექტაკლებში. 1921 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრში. 1928 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. ჩამოყალიბდა როგორც ბრწყინვალე კომიკოსი. 1925 წლიდან იღებდნენ კინოში. როლები: იმერელი თავადი („სამანიშვილის დედინაცვალი“, 1927), გენერალი („ელისო“, 1928), მოსე მწერალი („დარიკო“, 1936), კოსტაია („ნარინჯის ველი“, 1937), მაჭანკალი არისტო („დაკარგული სამოთხე“, 1938), ფოსტალიონი კირილე („ჭრიჭინა“, 1954), სანდრო („აბეზარა“, 1956), ბაბუა („მანანა“, 1956), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, 1963), ედემიკა („მე ვხედავ მზეს“, 1963) და სხვა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.