აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

შალვა ღამბაშიძე (1899-1955)

მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1939). 1917 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თეატრალური განათლება მიიღო ჯაბადარის სტუდიაში თბილისში (1918-1920). 1920 წლიდან იყო ბათუმის თეატრის მსახიობი. 1921-1928 წლებში რუსთაველის თეატრის, 1928-1955 კი მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. 1937-1947 წლებში იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ღამბაშიძე ქართული საბჭოთა თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელია, კოტე მარჯანიშვილის მოწაფე და მისი მხატვრული მიმართულების მიმდევარი და გამგრძელებელი. ღამბაშიძემ მთელი რიგი სახეები შექმნა კინოში (ბეკინა სამანიშვილი, "სამანიშვილის დედინაცვალი", 1927; ყასაბი, "კომუნარის ჩიბუხი", 1929; დავითი, "დარიკო", 1936; ქარუმიძე "დიადი განთიადი", 1938; ანდუყაფარი, "გიორგი სააკაძე", 1942; გრამიტონი "ჭირვეული მეზობლები", 1945; თავადი ელიზბარი, "დავით გურამიშვილი", 1946; მაკარი "ქეთო და კოტე", 1948; ირაკლი "ჭრიჭინა", 1954). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.