აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

შალვა გოგოლაშვილი (ხონელი) (1887-1972)

მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1907 წლიდან შ ხონელი მოღვაწეობდა ბაქოს, თბილისის, ქუთაისის, გორის, ფოთის, ხონის, ბათუმის, ჭიათურის, სოხუმის დასებში. 1910-1912 წწ. მუშაობდა თბილისის თეატრში.ქუთაისის ლ.მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მოღვაწეობისმთელ მანძილზე შალვა ხონელს ორასამდე სახალისო და სახასიათო როლი ქვს შესრულებული. 1940 წელს მან რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის , ხოლო 1961 წელს რესპუბლიკის სსრ სახალხო არტისტის წოდებები მიენიჭა. შალვა ხონელი გადაღებულია ფილმებში: ,,საკანი 78“ (მექარხნეს როლი), ,,სამანიშვილის დედინაცვალში“ (მიკიტანი),,,კომუნარის ჩიბუხი“ (ფრანგი ოფიცერი), ,,ჯვაროსნები“ (მამასახლისი) და სხვა გარდაიცვალა 1972 წლის 1 ნოემბერს. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.