აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

შაქრო გომელაური (1888-1961)

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. დაამთავრა თბილისის საქალაქო სასწავლებელი 1904 წელს; სწავლობდა თბილისის დრამატულ სტუდიაში 1912-1913წწ. მონაწილეობდა ავლაბრის მუშათა თეატრის სპექტაკლებში; 1910 წლიდან ვ. გუნიამ მიიწვია თბილისის პოფესიულ დასში; 1910-1916წწ., 1919-1922წწ., 1924-1928წწ. მუშაობდა თბილსის თეატრში; 1916-1918წწ. ქუთაისის თეატრში, 1922-1924წწ. ბათუმის თეატრში; 1928 წლიდან იყო თბილისის კ. მარჯანიშვილის მიერ დაარსებული თეატრის მსახიობი; შესრულებული აქვს მრავალი როლი, მათ შორის: ერეკლე(ა. წერეთლის "პატარა კახი"), ვილჰელმ კილმანი(ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ"), პეპია("ჩატეხილი ხიდი", ი. ჭავჭავაძის მიხედვით), იაგო(უ. შექსპირის "ოტელო"), კომისარი(პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"); გადაღებულია ფილმებში: "მე ვიტყვი სიმართლეს"(1957), "მამლუქი"(1958); მისი ხელმძღვანელობით II მსოფლიო ომის დროს ჰოსპიტლებსა და ფრონტის ხაზზე 300–ზე მეტი კონცერტი გამართა მსახიობთა ბრიგადამ; მიღებული აქვს ასხელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.