აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

თამარ ჭავჭავაძე (1896-1968)

მსახიობი, თანამედროვე ქართული სასცენო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1943). 1917-19 წწ. სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე და, პარალელურად, პ. ლებედინსკის თეატრ-სტუდიაში. 1919-21 წწ. სწავლობდა თბილისში, ჯერ ნ. მიხაილოვსკის, შემდეგ კი — ნ. ხოდოტოვის დრამატულ სტუდიებში. 1920-28 და 1942-64 წწ. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, შემდეგ მონაწილეობდა მეორე სახელმწიფო თეატრის (ქუთაისი, 1928; 1933 წლიდან მარჯანიშვილის თეატრი) ჩამოყალიბებასა და მუშაობაში 1928-42 წწ. 1964-68 მოღვაწეობდა სოხუმის თეატრში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.