აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ტასო აბაშიძე (1881-1958) 

მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1943). ვასო აბაშიძისა და მაკო საფაროვ-აბაშიძის ქალიშვილი. განათლება პარიზში ედ. შავანიას მუსიკალური დეკლამაციის სასწავლებელში მიიღო. სადებიუტო როლი 1899 წელს ითამაშა (მაშო, აზიანის „ფული და ხატისხი“) და თბილისის დრამატულ დასში ჩაირიცხა. 1921-1925 წლებში რუსთაველის სახელობის თეატრში მოღვაწეობდა, 1926-1927 წწ. — ჭიათურის თეატრში, 1933-1948 წწ. — მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. განასახიერა 100-მდე როლი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.