აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვასო აბაშიძე (1854-1926) 

მსახიობი. ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სსრ პირველი სახალხო არტისტი (1922). სწავლობდა ჯერ თბილისის, მერე ქუთაისის გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მასწავლებლობდა ქუთაისში (1872-1877), შუშასა და ყაზახში (აზერბაიჯანი, 1877-1879). გიმნაზიაში სწავლის დროს მონაწილეობდა საოჯახო წარმოდგენებში (ალ.სუმბათაშვილსა და ვ. ნემიროვიჩ-დანჩეკოსთან ერთად), შემდეგ - ქუთაისის სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში, 1879-იდან კი, როცა მუდმივი ქართული თეატრი აღადგინეს, პროფესიული მსახიობი გახდა. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.