აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვერიკო  ანჯაფარიძე (1900-1987)

მსახიობი. საქართველოს და სსრკ (1950) სახალხო არტისტი. სსრკ სახელმწიფო, შოთა რუსთაველის სახელობის და კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სწავლობდა მოსკოვში და თბილისში  დრამატულ სტუდიებში. 1920-1926 წლებში იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის, 1926-1928 - ბათუმის თეატრისა და თბილისის „მუშათა თეატრის“, 1928-1932 - ქუთაისი-ბათუმის აკადემიური დრამის (ხელმძღვანელი კოტე მარჯანიშვილი) მსახიობი. 1933 წელს თბილისში დაბრუნდა და მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სიცოცხლის ბოლომდე ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. 1957-1959 წლებში იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.