აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

პლატონ წიქორიძე (1918-1994)

საბჭოთა კავშირის გმირი (17 ნოემბერი, 1942), პოლკოვნიკი (1964),  1939 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელი. 1939 წელს მონაწილეობდა დასავლეთ ბელორუსიის განთავისუფლებაში. 1940–1943 წლებში მუშაობდა მოგილიოვის სამხედრო სასწავლებელში პედაგოგად. 1942 წლიდან მოქმედ არმიაში იყო. დიდი სამამულო ომის (1941–1945) დროს ქერჩ-ელტიგენის სადესანტო ოპერაციაში გამოჩენილი მამაცობისათვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. 1948 წელს დაამთავრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია. 1948–1965 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში სამეთაურო თანამდებობებზე. 1965 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამხედრო კათედრის გამგე. 1967 წლიდან წიქორიძე თადარიგშია. დაკრძალულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ინტაბუეთში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა შოთა ცინცაძემ.