აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნატო გაბუნია (1859-1910)

მსახიობი. ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ–ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო ქალაქ გორში ხალხოსნების მიერ დაარსებულ სცენისმოყვარეთა დრამატულ წრეში. 1879 წელს მიიწვიეს თბილისის ქართულ პროფესიულ თეატრში მსახიობად. პროფესიულ თეატრში მოღვაწეობის პარალელურად მონაწილეობდა მუშათა თეატრების სპექტაკლებში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: დედა, ხორეშანი, მაჭანკალი(ი. ჭავჭავაძის "ქართვლის დედა", "გლეხთა განთავისუფლების პირველდროების სცენები", "მაჭანკალი"), სალომე(ა. წერეთლის "კინტო"), ხანუმა, თალალა, ორომსე, ქალია(ა. ცაგარელის "ხანუმა", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "ციმბირელი") და სხვ. მონაწილეობდა ოპერეტებშიც. დაკრძალულია თბილისში, კუკიას სასაფლაოზე.