აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ზურაბ ხაბაძე (1945-2019)

საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი, მემედ აბაშიძის პრემიის ლაურეატი, გრაფიკოსი და ფერმწერი. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1979 წელს დაასურათა ფირდოუსის „შაჰ- ნამე“, 1983 წელს იაკობ ცურტაველის საიუბილეო გამოცემისათვის 8 ილუსტრაცია „შუშანიკის წამება“. 1983 წელს მოხატა ილია ჭავჭავაძის სახ.დრამატული თეატრის ფარდა „ოქროს საწმისი“. 2005 წელს გამომცემლობა „აჭარამ“ გამოსცა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, რომელშიც მისი ილუსტრაციები შევიდა. 1997 წელს სტამბოლში დაიბეჭდა ვაჟა- ფშაველას ნაწარმოებების რჩეული ზ.ხაბაძის რამდენიმე ილუსტრაციით. მან აგრეთვე დაასურათა ზურაბ გორგილაძის ლექსები და შექსპირის „მეფე ლირი“. 1970 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში. 2018 წელს სტამბოლის შოთა რუსთაველის სახ.კულტურის ცენტრს საჩუქრად გადასცა ერთი გრაფიკული ნამუშევარი ილუსტრაცია შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.