აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

იაკობ ტრიპოლსკი (1919-1988)

მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1966). 1941 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1942 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლი, მ. შ. მანუჩა (ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“), იასონი (შ. დადიანის „ნინოშვილის გურია“), ტიბალტი, მალვოლიო (შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „მეთორმეტე ღამე“), თინიბეგი (მრევლიშვილის „ზვავი“), ბახა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), დათიკო („მე ვხედავ მზეს“ დუმბაძის მიხედვით), გიჟუა, მოურავი (ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“) და სხვა. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.