აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ბორის წიფურია (1933-2005)

არტისტი. 1956 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1956-1962 წლებში მუშაობდა სოხუმის ს. ჭანბას სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ქართულ დასში მსახიობად; 1962 წლიდან იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1984-1990 წლებში თბილისის სახელმწიფო ცირკის დირექტორი; ტელე–შოუ „ფორტუნას“ წამყვანი; 1966 წელს შედგა მისი დებიუტი რეჟისორ ი. ქავთარაძის ფილმში „თამაში უყაიმოდ“; განსაკუთრებით დიდი წარმატება მსახიობს მოუტანა შემდეგმა როლებმა: ხუტა ოდიშარია („შერეკილები“, 1973), მეწისქვილე („დათა თუთაშხია“, 1978), სელიმი („მიზანში“, 1979). დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.