აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

კონსტანტინე (კოტე) დაუშვილი (1909-1980)

თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1958 წ.). სომხეთის სსრ სახალხო არტისტი (1979 წ.). სცენაზე გამოდიოდა 1927 წლიდან. 1928-1931 წლებში მუშაობდა წითელი არმიის ქართულ თეატრში (თბილისი). 1931-1934 წლებში იყო მარჯანიშვილის სახალხო თეატრის, 1934-1935 წლებში — ბაქოს ქართული თეატრის, 1935-1938 წლებში თბილისის კინოსტუდიის მსახიობი. 1942-1958 წლებში კვლავ მარჯანიშვილის სახალხო თეატრშია. თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ბეგლარი (კალაძის „როგორ“), კვეჟენაძე (დადიანის „კაკალ გულში“), ჯიბილო (კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), კნუროვი (ოსტროვსკის „უმზითვო“), გელა (ყაზბეგის „მოძღვრის“ ინსცენირება), გიჟუა (ცაგარლის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“) და სხვა. კინოში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მწყემსი ბიჭი („უდაბნო“, 1932), ბიგაი („მდინარის იქით“, 1934), ნიკო („გაზაფხული საკენში“, 1950), მოურავი („აკაკის აკვანი“, 1947), სელიმ-ხანი („ბაში-აჩუკი“, 1956), გიგია („პაპა გიგია“, 1960), ბოდოკია („დიდოსტატის მარჯვენა“, 1970), კაც ზვამბაია („მთვარის მოტაცება“, I სერია 1972, II სერია 1973), ციციკორე („ნატვრის ხე“, 1976) და სხვა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.