აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვახტანგ ნინუა (1916 -1982) 

კინოსა და თეატრის მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958). საქართველოს სახალხო არტისტი (1967). დაიბადა ბაქოში 1916 წლის 19 სექტემბერს. სწავლობდა ბათუმის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში. 1941 წელს დაამთავრა თბილისის კინოსტუდიის სამსახიობო სკოლა. მეორე მსოფლიო ომის დროს 31–ე ქარხანაში ცვლის უფროსად მუშაობდა. 1946 წლიდან მუშაობდა კინოსტუდიაში, ხოლო 1948 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქართულ ესტრადაზეც. გარდაიცვალა 1982 წლის 30 დეკემბერს, დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.