აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ოთარ ბაკურაძე (1926-1986) 

ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თსუ ფილოსოფიის ფაკულტეტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი და განყოფილების გამგე (1949-1970), ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი (1970-1978), ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი (1978-1986), თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ფილოსოფიის კათედრის გამგე (1986). მოღვაწეობის ძირითადი სფეროები - დიალექტიკური მატერიალიზმი, ისტორიული მატერიალიზმი, ფილოსოფიის ისტორია და ეთიკა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.