აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ბესარიონ ნიჟარაძე (1852-1919) 

თავისუფალი სვანი. ეთნოლოგი, პუბლიცისტი, სასულიერო პირი, ფოლკლორისტი. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი 1874 წელს. პირველი წერილი გამოაქვეყნა 1873 წელს. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში ("შრომა", "დროება", "ივერია" და სხვ.). წერილებსა და ნარკვევებში ეხებოდა სვანეთის ისტორიის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, ფოლკლორის, გეოგრაფიისა და ენის საკითხებს. 1892 წელს მღვდლად ეკურთხა. მისი თხზულებები თავმოყრილია წიგნში "ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები", რომელიც თარგმნილია რუსულად და გერმანულად. ქუთაისში გამოიცა კრებული "სვანური ზღაპრები" (1893). გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე სვანურ-რაჭული საგმირო-საისტორიო სიტყვიერების ნიმუშები. მას ეკუთვნის გამოკვლევები: "სვანეთის მანუკრისტები"("ივერია", 1903, N194), "სვანეთის ხელნაწერები"("მოამბე", 1904, N9, 10), "მოკლე მიმოხილვა სვანური გრამატიკისა"("ძველი საქართველო", ტ. II, ტფ., 1911-1913) დაკრძალულია სოფელ უშგულის ლამარიას ეკლესიაში, მესტია. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ზურაბ ბაუჟაძემ, რისთვისაც ვუხდით უღრმეს მადლობას.