აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

აკაკი დვალიშვილი (1922-2008)

რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი 1944 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1949 წელს დაინიშნა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში რეჟისორის ასისტენტად; 1959 წელს კ. მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის დირექტორად; 1961 წელს იყო კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, პარალელურად 1967 წელს ასრულებდა კ. მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის და 1973 წელს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის მოვალეობას; მისი ინიციატივით შეიქმნა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, დაარსდა კინომსახიობთა თეატრსტუდია, ჟურნალი "ალმახანი"; დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.