აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

აკაკი ფაღავა (1887-1962) 

რეჟისორი. 1908 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, სწავლობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიაში სარეჟისორო განხრით, შემდეგ მიიღეს სამხატვრო თეატრში რეჟისორის თანაშემწედ. 1915 წელს სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში. რეჟისორულ მოღვაწეობას ეწეოდა ქუთაისის, ბათუმისა და თბილისის თეატრებში, 1920 წელს შეაგროვა დაქსაქსული მსახიობები, შეადგინა დასი, სპექტაკლების მოსამზადებლად დაბა სურამში წაიყვანა, იქიდან დაბრუნებულნი ძალით შეიჭრნენ არტისტული საზოგადოების შენობაში და „ტარტოს“ სპექტაკლების პარალელურად შეუდგნენ ქართული წარმოდგენების გამართვას. ასე განაგრძო იმ თეატრმა არსებობა, რომელიც დღეს რუსთაველის სახელით არის ცნობილი. 1922 წელს საფუძველი ჩაუყარა თეატრალურ სტუდიას, რომელსაც 1924 წელს თეატრალური ინსტიტუტის უფლებები მიენიჭა, წლების მანძილზე იყო ამ ინსტიტუტის პრორექტორი და თეატრის ისტორიის კათედრის გამგე სიცოცხლის ბოლომდე. 1924 წელს თბილისის კონსერვატორიასთან ჩამოაყალიბა საოპერო სტუდია და ხელმძღვანელობდა საოპერო კლასს. მასვე ეკუთვნის საქართველოში თეატრალური საზოგადოების დაარსების პრიორიტეტი. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.