აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ჟურული (1899-1964) 

რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. ბათუმში დაამთავრა საშუალო სასწავლებელი და უმაღლესი განათლების მისაღებად მოსკოვს გაემგზავრა, სადაც ჩაირიცხა ვ. მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით არსებულ დრამატულ სტუდიაში. 1925 წელს იგი უკვე ვ. მეიერჰოლდის ექსპერიმენტულ თეატრ-სახელოსნოშია. 1933 წლამდე მოღვაწეობს მოსკოვის სხვადასხვა თეატრებში, შემდეგ ინიშნება ფოთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად და მთავარ რეჟისორად. ერთი წლის შემდეგ გადმოდის თბილისში და მუშაობს ჯერ კ. მარჯანიშვილის, შემდეგ ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, მოგვიანებით მოზარდ მაყურებელთა თეატრშია, რომლის მთავრი რეჟისორი იყო 1949-1954 წლებში. მნიშვნელოვანი ამაგი დასდო სოხუმის ქართულ თეატრს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.