აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

შალვა ინასარიძე (1900-1976)

დაამთავრა ბათუმის ქართული გიმნაზია 1919 წელს. 1920 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. 1921 წელს მუშაობა დაიწყო ბათუმის პორტის საბაჟოში. 1925 წლიდან სწავლობდა ბათუმში არსებულ დრამატულ სტუდიაში, რომლის დახურვის შემდგომ მსახიობად ჩაირიცხა ბათუმის თეატრში. 1931-1934წწ. სწავლობდა მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1923-1925წწ. მუშაობდა ბათუმის ცენტრალურ კლუბთან არსებულ დრამ-წრეში. სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა ბათუმის, ქუთაისის, ჭიათურის თეატრებში, ხოლო 1934-1936წწ. აჭარის მუშა-ახალგაზრდობის თეატრში დამდგმელ რეჟისორად. 1936 წელს მან ბათუმის სახელმწიფო თეატრში დაიწყო მუშაობა და იქ მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლო წლებამდე. დაკრძალულია ბათუმში. ფერიის სასაფლაოზე.