აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ლილი იოსელიანი (1922-2014)

რეჟისორი. პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი. 1945 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (პროფესორ გიორგი ტოვსტონოგოვის კლასი). 1946-1949 წლებში იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრის, ხოლო შემდეგ მარჯანიშვილის თეატრის დამდგმელი რეჟისორი. ასევე იყო გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1963-1965 წლებში კი თბილისის სანკულტურის თეატრის მთავარი რეჟისორი. 1969-1972 წლებში იყო რუსთაველის თეატრის დამდგემელი რეჟისორი. 1945 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა თეატრალურ უნივერსიტეტში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.