აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ჯავახიშვილი (1932-2017) 

კონტრადმირალი, სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელი, ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი. 1970 წელს I რანგის კაპიტანი იყო და ბალისტიკურ-სარაკეტო წყალქვეშა ატომურ კრეისერს მეთაურობდა. მის სახელს უკავშირდება "ზესაიდუმლო" ოპერაცია, რომელიც 1972 წლის 15 იანვრიდან 31 მარტამდე გრძელდებოდა. კრეისერმა, რომლის ბორტზე 16 ბალისტიკური რაკეტა იყო, ნაოსნობა ბარენცის ზღვიდან დაიწყო, გადალახა ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ზღვები, ატლანტის ოკეანე, დრეიკის სრუტე, მთელი წყნარი ოკეანე და ბერინგის ზღვასთან ამოყვინთა. ეს გახლდათ უპრეცედენტო ხანგრძლივობის წყალქვეშა ნაოსნობა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ალექსანდრე ჯავახიშვილს სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელობა დაავალა. ბატონმა ალექსანდრემ აქტიური მოღვაწეობა გააჩაღა დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების შესაქმნელად. გახდა მისი პირველი სარდალი და პირველი კონტრადმირალი (1992–1997 წწ.). 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა სანაპირო-სასაზღვრო დაცვის ჩამოყალიბებას, 2000 წლიდან – საზღვაო ოფიცრების მომზადებას დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ სამხედრო აკადემიაში, სადაც პრორექტორის თანამდებობა ეკავა. მისი დაარსებულია აკადემიის სამხედრო-საზღვაო ფაკულტეტი. იგი 114 დღის განმავლობაში მონაწილეობდა აფხაზეთის ომის საბრძოლო ოპერაციებში. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა თემურ ჩაჩანიძემ.