აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ირაკლი კანდელაკი (1901-1970) 

კინოდოკუმენტალისტი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1932 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. კინოში გვიან მივიდა და თითქმის ოთხი ათეული წელი ემსახურა მას. ირაკლი კანდელაკმა ქართული დოკუმენტური კინო გაამდიდრა ისეთი ფიმებით, როგორებიცაა: „ფერეიდანელი ქართველები“, „მტკვრის კვალდაკვალ“, „წელიწადის ოთხი დრო“, „სამგორი“, „ძველი ქალაქის გაზაფხული“, „დიოსკურია“, „იზმირის საერთაშორისო გამოფენა“ და სხვა. ბოლო წლებში ხელოვანი დაუბრუნდა ირანის თემას. იმოგზაურა იქ და შექმნა ფილმები: „თეირანის შთაბეჭდილებები“ და „შირაზი, ისპაჰანი, პერსოპოლი“. ი. კანდელაკის მრავალი ფილმი აღინიშნა პრემიით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.