აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ლადო ალექსი-მესხიშვილი (1857-1920)

მსახიობი და რეჟისორი. რესპუბლიკის სახალხო არტისტი (წოდება მიენიჭა გარდაცვალების შემდეგ, 1930 წელს). სწავლობდა თბილისის ერთ-ერთ კერძო პანსიონში, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. ავადმყოფობის გამო უნივერსიტეტი ვერ დაამთავრა, სამშობლოში დაბრუნდა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა თელავის ქალთა სასწავლებელში. მონაწილეობდა რუს სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში. 1881 წელს შევიდა თბილისის ქართულ დრამატულ დასში. 1887-1890 წლებში კი რუსულ სცენაზე გამოდიოდა. 1890-1896 წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის, 1897-1906 წწ. - ქუთაისის დრამატულ დასებს. 1905 წელს ალექსი-მესხიშვილი მხარს უჭერდა სახალხო ბრძოლას, თვითონაც იბრძოდა ბარიკადებზე, მიტინგებზე რევოლუციურ ლექსებს კითხულობდა. 1915-1920 ლადო ალექსი-მესხიშვილი რუსულ ენაზე მოღვაწეობდა (1907 მოსკოვის სამხატვრო თეატრში). 1910-1914 წწ. იგი სათავეში ედგა თბილისის, 1914-1915 წწ. - ქუთაისის თეატრებს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.