აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ ქორელი  (1876-1949) 

რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაიბადა ფილიმონ ქორიძის ოჯახში. სწავლობდა ჯერ პეტერბურგის უნივერსიტეტში, შემდეგ მოსკოვის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში. პარალელურად მსახიობობდა და როდესაც 1092 წელს  სამშობლოში დაბრუნდა მას 8 წლის სასცენო გამოცდილებაც ჩამოჰყვა რუსეთიდან. თბილისში მიხეილ ქორელმა განაგრძო მსახიობობა, შემდეგ გადავიდა ბაქოს ქართულ თეატრში. 1910 წლიდან როგორც რეჟისორი, ხელმძღვანელობდა თეატრებს და დგამდა სპექტაკლებს ქუთაისში, თბილისში, ბათუმში, ჭიათურასა და რესპუბლიკის სხვა ქალაქებში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.