აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

პავლე ჭავჭავაძე (1899-1972)

ქართული წარმომავლობის ამერიკელი მწერალი. 1917 წელს დაამთავრა გიმნაზია. პეტერბურგიდან მამასთან წინანდალში ორჯერ იყო ჩამოსული. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კი ინგლისში გადასახლდა. დაამთავრა ტრინიტი კოლეჯი; 1922 წელს ლონდონში დაქორწინდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ნინა გიორგის ასულ რომანოვაზე; 1924 წელს შეეძინათ დავითი; 1926 წელს პავლე ჭავჭავაძე ცოლ-შვილით ინგლისიდან აშშ-ში გადასახლდა და ამერიკის მოქალაქეობა მიიღო; მეორე მსოფლიო ომის წლებში მაიორის ჩინით მსახურობდა აშშ-ს არმიაში. წერა მოგვიანებით, 50 წლის ასაკში დაიწყო. პირველი რომანი — "საოჯახო ალბომი" ავტობიოგრაფიული ხასიათისაა; 1952 წელს გამოქვეყნდა რომანი "მთები ალაჰისა", რომელმაც საზოგადოების ინტერესი გამოიწვია და პოპულარობაც მოიპოვა; 1955 წელს გამოქვეყნდა რომანი "მამა ვიკენტი"; 1966 წელს ოქტომბრის რევოლუციის შესახებ გამოსცა წიგნი "რამეთუ იდგა შავბნელი ღამე". დაკრძალულია მასაჩუსეტში.