აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გურამ პატარაია (1928-1983)

კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი. 1952 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა დამდგმელ რეჟისორად სოხუმში, გორში, თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ და რუსულ, მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებში, მოსკოვის თეატრ მალაია ბრონაიაზე. 1959 წლიდან გ. პატარაია საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფიმების სტუდიის მთავარი დირექტორია, ხოლო, 1961 წლიდან საქართველოს ტელევიზიის ტელეფიმების სტუდიაშია, სადაც შექმნა შესანიშნავი მხატვრული მხატვრული ფილმები, მან სათავე დაედო საქართველოს გარეთ არსებულ ქართული კულტურის ძეგლების პოპულარიზაციას. გურამ პატარაია გარდაიცვალა 1983 წლის 25 ნოემბერს, თბილისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.