აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

სერგო ფარაჯანოვი (სომხ. Սարգիս Հովսեփի Փարաջանյան; დ. 9 იანვარი, 1924, თბილისი, საქართველო — გ. 20 ივლისი, 1990, ერევანი, სომხეთი)

XX საუკუნის სომხური წარმოშობის ქართველი და საბჭოთა კინორეჟისორი. დაიბადა და გაიზარდა თბილისში, სომხურ ოჯახში; მისი ნამუშევრები ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს. ფარაჯანოვის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (1964), რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა მისი ფერადოვნებით, კოლორიტული კოსტიუმებითა და სოფლის ცხოვრების უცნაური აღწერით. მისი ნამუშევარი „ბროწეულის ფერი“ (1969) თბილისელ პოეტ საიათნოვას ცხოვრებას ასახავს. ფილმმა საბჭოთა მთავრობა განარისხა, რომლის აზრით იგი დელიკატურ ნაციონალურ საკითხებს ეხებოდა. ჰომოსექსუალობის ბრალდებით საბჭოთა მთავრობამ ფარაჯანოვი 1973 წელს დააპატიმრა და  ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ფარაჯანოვის დაპატიმრება მრავალმა ცნობილმა ადამიანმა, ხელოვანმა, მწერალმა თუ რეჟისორმა გააპროტესტა, თუმცა იგი მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გაათავისუფლეს, ფრანგი სიურრეალისტი ლუი არაგონის მეოხებით. 80-იან წლებში მას ნება დართეს გადაეღო „ამბავი სურამის ციხისა“ (1984),  გარდაიცვალა ერევანში, კიბოს დაავადებით.