აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

შოთა აღსაბაძე (1896-1966)

რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1965). სწავლობდა თბილისში ა. ჯაბადარის დრამატულ სტუდიაში, 1923 წლიდან კი მოსკოვში ვ. მჭედლიშვილის ქართული დრამატულ სტუდიაში. 1927-1928 წლებში მუშაობდა თბილისის მუშათა თეატრებში, 1928-1939 წლებში რუსთაველის თეატრში, 1928-1947 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1928 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დადგმული აქვს სპექტაკლები: რუსთავებლის სახელობის თეატრში ― ვ. კირშონის „ლიანდაგი გუგუნებს“ (1928), ა. კორნეივუკის „პლატონ კრეჩეტი“ (1935), უ. შექსპირის „ოტელო“ (1937), თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ― ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (1937), ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი (ბაქო) ― რ. გლიერის „შაჰსენემი“ (1936), ლენინგრადის მ. გორკის სახელობის დრამატულ თეატრში ― გ. მდივნის „ღირსება“ (1938). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.