აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილ-იუჟინი (რუს. Южин, Александр Иванович (ნამდვილი გვარი: Сумбатов) (1857-1927)

რუსი დრამატურგი, მსახიობი. წარმოშობით ქართველი. რსფსრ სახალხო არტისტი (1922). 1863-1877 წლებში ცხოვრობდა საქართველოში. დაამთავრა თბილისის ვაჟთა I გიმნაზია. 1877-1881 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ავტორია ოცამდე პიესისა, რომელთა ძირითადი ნაწილი სოციალურ პრობლემატიკას ეძღვნება. საქართველოს უძღვნა სუმბათაშვილ-იუჟინმა ისტორიული დრამა "ღალატი" 1903,  მისი პიესები ქართულ ენაზე ითარგმნებოდა 1889 წლიდან. პროფესიულ სცენაზე პირველად გამოვიდა 1876 წელს თბილისში სოლცევის ფსევდონიმით, 1878-1879 წლებში გამოვიდა პეტერბურგის თეატრებში. არაერთხელ ყოფილა გასტროლებზე საქართველოში მცირე თეატრის დასთან ერთად. 1882 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა მოსკოვის მცირე თეატრში. 1909 წლიდან იყო დასის მმართველი, 1918 - სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე, 1919 - დირექციის თავმჯდომარე, 1923 წლიდან - დირექტორი, 1926-იდან - საპატიო დირექტორი. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე