აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ტოვსტონოგოვი (1915-1989)

რეჟისორი, პედაგოგი, თეატრის თეორეტიკოსი. ორგზის სტალინის პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე. დაიბადა 1915 წლის 28 სექტემბერს თბილისში. შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო 1931 წელს თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეტრში, როგორც მსახიობმა და რეჟისორის ასისტენტმა 1934 წელს ამ თეტრში დადგა თავისი პირველი სპექტაკლი (ნ. გოგოლის "რევიზორი”). 1938 წელს დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1938-­46 წლებში თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის რეჟისორი იყო. ამ თეატრში დადგა: ს. ნაიდიონოვის "ვანიუშინის შვილები”, ნ. პოგოდინის "კრემლის კურანტები”, ლ. ჰელმანის "მელიები”. პარალელურად მოღვაწეობდა პედაგოგად საქართველოს რუსთავილს სახ. თეატრალურ ინსტიტუტში. 1946­-49 წლებში მუშაობდა მოსკოვის ცენტრალურ საბავშვო თეატრში, ხოლო 1950-­56 წლებში ლენინგრდის ლენინური კომკავშირის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო. 1956 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ლენინგრადის დიდ აკადემიურ დარამატულ თეატრს (გარდაცვალების შემდეგ ეწოდა მისი სახელი). 1962 წლიდან იყო ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის ინ­ტის სარეჟისორო კათედრის გამგე, 1960 წლიდან _ პროფესორი. დაკრძალულია პეტერბურგში, ნეველის ლავრაში.