აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

კოტე მესხი (1857-1914)

მსახიობი და რეჟისორი. 1874 წლიდან მონაწილეობდა ქუთაისის სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. 1879 მიიწვიეს მსახიობად თბილისის მუდმივ პროფესიულ დასში. 1885 ქუთაისში დააარსა პროფესიული თეატრი, რომელსაც 1894 წლამდე ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით ქუთაისის სცენაზე პირველად გამოვიდნენ: ნინო ჩხეიძე, კოტე მარჯანიშვილი და შალვა დადიანი. 1894 წლიდან, როგორც მსახიობი და რეჟისორი მოღვაწეობდა თბილისის დრამატულ თეატრში. ასრულებდა გმირულ და სახასიათო როლებს. დაკრძალულია თბილისში, კუკიას სასაფლაოზე.