აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დავით რონდელი (ცაგარეიშვილი) (1904-1974)

კინორეჟისორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი. 1928 წლიდან მუშაობდა კინოში, ჯერ სახკინმრეწვის სალიტერატურო ნაწილის გამგედ, რეჟისორ ასისტენტად, 1930 წლიდან კი რეჟისორად. 1937 წელს რონდელმა გადაიღო ქართული კინოს ერთ-ერთი შედევრი „დაკარგული სამოთხე“, რომელმაც რეჟისორს საყოველთაო აღიარება მოუტანა. ფილმ-სპექტაკლისათვის „ჯურღაის ფარი“ (1944, სიკო დოლიძესთან ერთად) რონდელს 1950 წელს სსრკ სახელმწიფო პრემია მიენიჭა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.