აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვახტანგ ვაჩნაძე (1929-2018)

გამომგონებელი, კ. ციოლკოვსკის სახელობის კოსმონავტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი, მუშაობა დაიწყო ქ. კალინინიგრადის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საკონსტრუქტორო ბიუროში. 1964-1966 წლებში იყო ამავე საკონსტრუქტორო ბიუროს რეაქტიული ძრავების წარმოების საამქროს უფროსი, 1966-1974 წლებში ექსპერიმენტული მანქანათმშენებლობის ქარხნის მთავარი ინჟინერი. 1974 წელს დანიშნეს სსრკ საერთო მანქანათმშენებლობის სამინისტროს მესამე მთავარი სამმართველოს უფროსად და კოლეგიის წევრად. 1977-1991 წლებში იყო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ენერგიის" გენერალური დირექტორი. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში აიგო კოსმოსური ხომალდები "სოიუზი" და "პროგრესი", ორბიტული სადგური "სალუტი", ორბიტული კომპლექსი "მირი". მას დიდი წვლილი მიუძღვის კოსმოსთან დაკავშირებულ როგორც სამხედრო, ასევე სამეცნიერო კვლევების განვითარებაში. მომდევნო პერიოდში ქ. კოროლიოვში არსებული კოსმონავტიკის კომერციულ-ტექნიკური ცენტრის "კოსმოსის" გენერალური დირექტორი იყო და პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში.  დაკრძალულია მოსკოვში, ტრეოკუროვოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა Евгений Румянцев